საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, ამ დროისთვის შეხვედრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მიმდინარეობს.
ოპოზიციიდან შეხვედრას ამ დროისთვის ესწრებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა” და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
მანამდე, გაიმართა ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მათ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.