კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ სექტემბერში 59.37 მილიარდი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.69 მილიარდი ლარით (2.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.17%-ით გაიზარდა) და სექტემბრის ბოლოს 59.37 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 949.87 მლნ ლარით (2.94%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 741.66 მლნ ლარით (2.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.03 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.60%- ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.99 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.33%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.57 %-ით მეტი).

2024 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.37%-ით, ანუ 410.52 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 30.47 მილიარდი ლარი შეადგინა.

2024 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.10% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.002 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით).

ნათია ზარიძე