საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 57.65 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.52 მილიარდი ლარით, ანუ 2.72%-ით მეტი წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშეც1.92%-ით მეტი).
სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 824.25 მილიონი ლარით, ანუ 3.32%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.65%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 700.71 მილიონი ლარით, ანუ 2.24%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.34%-ით).