დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა სექტემბერში 51.21% შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 51.21 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.97 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.57 პროცენტული პუნქტით).

სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.01% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.17% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.76% , ხოლო ევროს წილმა 20.13% შეადგინა.

ნათია ზარიძე