თუ საქართველო მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს არ მიატოვებს და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად რეალურ ძალისხმევას არ აჩვენებს, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გაცემას ვერ განიხილავს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„საკვანძო ხაზი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში: თუ საქართველო მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს არ მიატოვებს, რომელიც ევროკავშირისკენ მის გზას საფრთხეს უქმნის და არ აჩვენებს რეალურ ძალისხმევას შეუსრულებელი გამოწვევების შესასრულებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გაცემას ვერ განიხილავს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.
ცნობისთვის, დღეს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.