ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2024 წლის იანვარ-სექტემბრის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკებმა ცხრა თვე 2 301 830 000 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ზარალზე კი 17-დან 5 ბანკი გავიდა - „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“.
ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წლის ცხრა თვეში ერთ მილიარდს გადააჭარბა „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ და 1 120 236 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ მხოლოდ ერთი ბანკზე მთლიანი კომერციული ბანკების წმინდა მოგების 48.6% მოდის. მოგების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულმა ბანკმა 894 778 000 ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც მთლიანი მოგების 38.6%-ია.
რაც შეეხება სხვა ბანკების 2024 წლის იანვარ-სექტემბრის მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.