მსხვილი ავიაკომპანიები ჩინეთიდან ფრენაზე უარს აცხადებენ.
როგორც CNBC წერს, Virgin Atlantic და Scandinavian Airlines მთლიანად გადიან ჩინეთიდან, აქედან Virgin Atlantic-მა ჰონგკონგში ფრენები ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა და ავიაკომპანიის 30-წლიან არსებობას აზიის უმსხვილეს ფინანსურ ბაზარზე წერტილი დაუსვა.
ამასთან, British Airlines-მა ნელ-ნელა შეამცირა თვითმფრინავების მოცულობა, რომლებიც ჩინეთში დაფრინავდნენ. იგივე გზას მიმართეს Qantas-მა, Finnairმა და სხვა კომპანიებმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და ბევრმა დასავლელმა ქვეყანამ რუსული თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა მოითხოვეს. საპასუხოდ რუსეთმაც დახურა მათთვის საჰაერო სივრცე და ბევრი ევროპული ავიაკომპანია აიძულა, აზიამდე მისასვლელად უფრო გრძელი გზა გამოეყენებინათ. მეტი მანძილი კი მეტ საწვავს ითხოვს, მითუმეტეს, რომ ჩინური ავიაკომპანიებისთვის რუსეთის ცა ღიაა და ისინი ევროპაში უფრო სწრაფად და უფრო იაფად დაფრინავენ, ვიდრე მათი კოლეგები.