9 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 214.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 68 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73.6 მილიონი ლიტრი, 214.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს III კვარტლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 9%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 11% შეადგინა.

ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

  • პოლონეთი - 12% (4.5 მილიონი ლიტრი),
  • გერმანია - 30% (1 მილიონი ლიტრი)
  • აშშ - 66% (994 ათასი ლიტრი)
  • ლიეტუვა - 3% (480 ათასი ლიტრი)
  • დიდი ბრიტანეთი - 19% (245 ათასი ლიტრი),
  • თურქეთი - 44% (334 ათასი ლიტრი)
  • კანადა - 16% (154 ათასი ლიტრი)
  • სამხრეთ კორეა 50% (68.5 ათასი ლიტრი)

ამავე პერიოდში, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36.3 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 65% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 210 მილიონამდე აშშ დოლარი (ზრდა 61%).

ნათია ზარიძე