ევროკავშირის (EU) კომისიამ ოქტომბრის ბიზნესისა და მომხმარებელთა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროზონაში ეკონომიკური ნდობის ინდექსი ოქტომბერში 0,7 პუნქტით 95,6-მდე შემცირდა. ეს არის მინიმალური დონე ექვსი თვის განმავლობაში.
Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები, საშუალოდ, ინდექსის 96,3 პუნქტამდე ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.
შესწორებული მონაცემებით, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 96,3 ქულა იყო და არა 96,2 ქულა, როგორც ადრე იყო ნათქვამი.
ევროზონის ინდუსტრიული ნდობის ინდექსი ამ თვეში -13-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, სექტემბრის - 11-თან შედარებით.
მომსახურების სექტორში მაჩვენებელი არ შეცვლილა - 7,1 ქულა. ამასთან, მომხმარებელთა ნდობის ინდექსი - 12,5 პუნქტამდე გაიზარდა გასული თვის -12,9 პუნქტთან შედარებით.
ევროპელებს შორის ინფლაციის მოლოდინების მაჩვენებელი 11 პუნქტიდან 13,3 პუნქტამდე გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი დონე ბოლო რვა თვის განმავლობაში.