ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში, წყალდიდობისა და ქარიშხლის მსხვერპლთა რიცხვმა 95-ს მიაღწია. ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, დაზიანებულია ათასობით შენობა.
ესპანეთში ამინდის განგაშის ყვითელი დონე ძალაში რჩება.
წყალდიდობა და ქარიშხალი, რომელსაც დანა „ეწოდა“, ესპანეთს 29 ოქტომბერს დაატყდა თავს.
ეს წყალდიდობა ყველაზე დამანგრეველი იყო ქვეყნის ისტორიაში თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში. ბოლო ასეთი წყალდიდობა ბიესკასში 1996 წელს მოხდა, რის შედეგადაც 87 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა.
Getty Images
EPA
Getty Images
\
EPA
EPA
Getty Images