2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.