„ამ ტიპის მოვლენები უფრო ხშირი და დესტრუქციული გახდება“ - მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი ვალენსიის წყალდიდობის შემდეგ

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა ესპანეთში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ეს­პა­ნეთ­ში, მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა, რო­მელ­საც რიგ ად­გი­ლებ­ში სე­ტყვა მოჰ­ყვა, წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. დან­გრე­უ­ლია სახ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ასო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი.

"ეს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი წყალ­დი­დო­ბა კი­დევ ერთი შეხ­სე­ნე­ბაა იმი­სა, თუ რამ­დე­ნად სა­ში­ში გახ­და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ 1.3°C დათ­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში" - ამ­ბობს ფრი­დე­რიკ ოტო, ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხმელ­თა­შუა ზღვის რე­გი­ო­ნი - სა­დაც 510 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს - სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 20%-ით სწრა­ფად თბე­ბა. ეს სა­ნა­პი­რო ზო­ნებს წყალ­დი­დო­ბი­სა და ერო­ზი­ის რის­კის ქვეშ ტო­ვებს.

„კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კონ­ტექ­სტში, ამ ტი­პის ინ­ტენ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო გა­იზ­რდე­ბა. გახ­დე­ბა ხში­რი, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, დესტრუქ­ცი­უ­ლი."

გა­ე­როს გა­რე­მოს დაც­ვის პროგ­რა­მა ხმელ­თა­შუა ზღვას "კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ცხელ წერ­ტილს“ უწო­დებს, სა­დაც და­უც­ვე­ლო­ბა მწვავ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა