სლოვაკეთი პლასტიკის გადამუშავებაში ევროკავშირის ლიდერია - ევროსტატი

ევროპის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სლოვაკეთი პლასტიკის გადამუშავებაში ევროკავშირის ლიდერია. ქვეყანაში პლასტმასის ბოთლების, კონტეინერების, ჩანთებისა და ყავის ჭიქების 60% გადამუშავდება - ამ მონაცემებს Eurostat ავრცელებს.

პლასტიკური შეფუთვების გადამუშავების წილით სლოვაკეთის შემდეგ მოდიან - ბელგია (54%), გერმანია და სლოვენია (51-51%).

პლასტიკის 30%-ზე ნაკლები გადამუშავდება მალტაში, დანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში.

ევროპის პლასტმასთან ბრძოლის სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ყველა პლასტიკური საშუალება ან უნდა გადამუშავდეს, ან მისი ხელახალი გამოყენება მოხდეს - წერს Europulse.