ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ როგორც დოლიძემ, პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ოფისში საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ - კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.