5 ნოემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება

5 ნოემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„2024 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 3.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.

მოცემულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე“,- აღნიშნულია ანონსში.