რუსეთი ითხოვს 20 დეცილიონ დოლარს (33 ნული) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიისგან, Google-ისგან. ამის შესახებ CNN წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, თანხა წარმოუდგენლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ უარი თქვა ჯარიმების გადახდაზე, რომელიც კომპანიას YouTube-ის მიერ პრორუსული არხების დაბლოკვისთვის დაერიცხა.
ჯარიმის ოდენობა 20 მილიარდი ტრილიონი დოლარი, რაც გლობალური ეკონომიკის ზომას მნიშვნელოვნად აღემატება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 110 ტრილიონი დოლარია, რაც შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება. Google-ის დედა კომპანია Alphabet-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია.
რუსულმა სასამართლომ ადრე დაავალა Google-ს აღედგინა YouTube არხები - რომელთაგან რამდენიმე დაბლოკილია 2022 წლიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები ყოველ კვირას გაორმაგდებოდა.