რომელი ქვეყნები ყიდულობენ ადგილობრივი წარმოების ფეროშენადნობებს

წელს, იანვარ-სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაზრდილია, თუმცა წინა 2 წელთან შედარებით შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყნიდან 197 013 ტონა (227.060 მლნ აშშ დოლარის) ფეროშენადნობები გავიდა, 2023 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 115 838 ტონა (140.076 მლნ აშშ დოლარი), 2022 წლის იანვარ-სექტემბერში - 208 441 ტონა (431.617 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იგივე პერიოდში - 223 682 ტონა (316.451 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა პროდუქცია ექსპორტზე სექტემბერში გავიდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს სექტემბერში ექსპორტირებულმა ფეროშენადნობებმა 6 152 ტონა (7.435 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, აგვისტოში -13 729 ტონა (18.208 მლნ აშშ დოლარი), ივლისში - 45 283 ტონა (58.401 მლნ აშშ დოლარი), ივნისში - 31 884 ტონა (37.390 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

ამასთან, წელს 9 თვეში, ექსპორტის 41% თურქეთზე მოდიოდა, 23,4% აშშ-ზე, ხოლო 8,6% ეგვიპტეზე.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ფეროშენადნობების ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულს:

  • თურქეთი - 80 873 ტონა (92.692 მლნ აშშ დოლარი)
  • აშშ - 48 056 ტონა (59.093 მლნ აშშ დოლარი)
  • ეგვიპტე - 17 049 ტონა (17.200 მლნ აშშ დოლარი)
  • იტალია - 7 647 ტონა (9.472 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 6 480 ტონა (7.676 მლნ აშშ დოლარი)

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მაღაროს შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანამაც მუშაობა გააჩერა. კომპანია „ჯორიან მანგანეზი“ განცხადებით, 2025 წლის პირველ მარტამდე ქარხანაში სრულად ჩერდება წარმოების პროცესი და დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს.

ნინი ქეთელაური