სექტემბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 40 ტონით გაზარდეს

სექტემბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, 40 ტონით გაზარდეს ოქროს მოცულობა ოქროსა და სავალუტო რეზერვებში.

სექტემბერში ყველაზე დიდი მყიდველი იყო პოლონეთი (21,8 ტონა) და უნგრეთი (15,5 ტონა).

მარაგები შეავსეს ინდოეთმა (5,8 ტონა), თურქეთმა (3,7 ტონა), ჩეხეთმა (1,6 ტონა) და ეგვიპტემ (0,1 ტონა). ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) გაზარდა ოქროს მარაგი 12,1 ტონით, მაგრამ ეს არ არის გათვალისწინებული WGC სტატისტიკაში, რადგან ის წარმოადგენს კვარტალურ მაჩვენებელს.

ოქრო გაყიდეს ყაზახეთმა (3,8 ტონა), იორდანიამ (2,7 ტონა), სინგაპურმა (1,3 ტონა) და უზბეკეთმა (0,6 ტონა).

ნათია ზარიძე