3 სერვისი, რომელსაც საქართველოდან ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს

2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 125.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ამავე ცნობით, მომსახურების ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო სერვისი 1 476.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892.0 მლნ. აშშ დოლარით (12.6%).

2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,რაც 2022 წელთან შედარებით 23.7%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 618.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ნათია ზარიძე