მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ­ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ მხარდაჭერა აქვს.

არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ ჩატარდა და სანდუმ ხმების 42.4%-ი მიიღო, თუმცა, პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ი ვერ მოიპოვა.