Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, შესწავლილი 97 ქვეყნიდან 500 გრამიანი პური ყველაზე ძვირი შვეიცარიის მარკეტებში ღირს და 3.77 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი ალჟირშია და 15 ცენტს უტოლდება.
საქართველომ რეიტინგში 79-ე ადგილი დაიკავა. მონაცემების თანახმად, მარკეტებში 500 გრამიანი პურის საშუალო ფასი 61 ცენტს შეადგენს. მონაცემები აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის პური ყველაზე ძვირი თურქეთშია და 1.02 დოლარს უტოლდება (63-ე ადგილი), ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანშია და 42 ცენტს შეადგენს.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მაგალითად, სომხეთში აღნიშნული წონის პურის საშუალო ფასი მარკეტებში 82 ცენტია (73-ე ადგილი), ხოლო რუსეთში 49 ცენტი (90-ე ადგილი).