თბილისის ქუჩები, სადაც ჰაერის დაბინძურება ნორმაზე მაღალია

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა, იმ უბნებით, სადაც 16:30 საათის მდგომარეობით „ცუდი“ ან „ძალიან ცუდი“ ატმოსფერული ჰაერია.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე არსებული მონაცემების თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე 73ა-ს მიმდებარედ შეინიშნება მყარი ნაწილაკების მომატებული რაოდენობა. ჰაერის ხარისხი აქ შეფასებულია როგორც „ძალიან ცუდი“.

გარდა ამისა, ამ დროის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერი შეინიშნება შემდეგი ქუჩების მიმდებარედ (ჰაერის ხარისხი შეფასებულია როგორც „ცუდი“):

  • რუსთაველის გამზირი N6
  • ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა N 5
  • წერეთლის გამზირი N105

იხილეთ ასევე: ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

მერი ტაბატაძე