თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

თი­ბი­სი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­გით მე­ო­თხე აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში, აგ­რა­რულ დარ­გში ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი და უნი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სია.

ეროვ­ნუ­ლი აგ­რა­რუ­ლი ოლიმ­პი­ა­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს პატ­რო­ნა­ჟით 2021 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მისი კონ­ცეფ­ცია კი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია „სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“მიერ. ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO), ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცია უკვე და­წყე­ბუ­ლია და ის 10 ნო­ემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ოლიმ­პი­ა­დის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე - www.agroolimpiada.ge. აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­და ტეს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ტარ­დე­ბა და ის სამ ეტაპს მო­ი­ცავს: რე­გის­ტრა­ცია, ონ­ლა­ინ ტეს­ტი­რე­ბა და ტეს­ტი­რე­ბა ფი­ზი­კურ სივ­რცე­ში.

აგ­რა­რულ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც აგ­რა­რუ­ლი სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებს და ფერ­მე­რებს, ისე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს. ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბა აგ­რო­ნო­მი­ის, სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ის, სა­ტყეო საქ­მის, ღვი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ის, ასე­ვე გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში.

ოლიმ­პი­ა­დის მთა­ვა­რი იდეა მო­ნა­წი­ლე­თა ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მათი წარ­მო­ჩე­ნაა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის პრი­ზი და ჯილ­დო.

აგ­რა­რუ­ლი ოლიმ­პი­ა­და მიზ­ნად ისა­ხავს აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ახალ­გაზ­რდებ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო დარ­გე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და აგ­რა­რულ დარ­გში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

(R)