გათბობის ქვაბების იმპორტი გაზიარდა, ხოლო რადიატორების შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში საქართველომ 20.025 მლნ აშშ დოლარის გათბობის ქვაბები იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 18.936 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება რადიატორებს, წელს, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანამ 6.931 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 7.836 მლნ აშშ დოლარის.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში, როგორც გათბობის ქვაბების, ისე რადიატორების მთავარი იმპორტიორი იყო თურქეთი.
უფრო კონკრეტულად გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც წელს საქართველომ გათბობის ქვაბები და რადიატორები შეიძინა.
რადიატორების ტოპ-5 იმპორტიორი:
გათბობის ქვაბების ტოპ-5 იმპორტიორი: