შალვა პაპუაშვილი საქართველოს რუკასთან დაკავშირებით კრიტიკაზე - მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე

მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მის მიერ ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შეთანხმდებიან, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ.

:მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.

როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე აღიქმებოდა.