ლონდონის საფონდო ბირჟაზე 28 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით ზოგიერთი ქართული კომპანიის აქციების ფასი, წინა კვირასთან შედარებით შემცირდა, ზოგის კი გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია საუბარი.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 42.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.50% წინა კვირასთან შედარებით და +19.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 736 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.05 - 42.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.26% წინა კვირასთან შედარებით და +8.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 621 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.50 - 28.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
რაც შეეხება Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციებს, დაიხურა 10.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.35% წინა კვირასთან შედარებით და +15.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.2 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.90 - 10.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.