2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით) 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა (9 თვის ჭრილში). ამასთანავე, ისტორიულ მაქსიმუმზეა ქართული პროდუქციის ექსპორტიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპორტში მისი წილი საკმაოდ დაბალია და 24.6%-ს აღწევს, დანარჩენი კი რეექსპორტზე მოდის.
საქართველომ წელს დსთ-ს ქვეყნებში 3.32 მლრდ აშშ დოლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 8.9%-იან ზრდას აჩვენებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ კომპანიებს გააქვთ დსთ-ს ქვეყნებში ქართული პროდუქცია. საქსტატის მიერ, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გთავაზობთ 10 კომპანიას, რომელმაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერში დსთ-ს ქვეყნებში ყველაზე დიდი მოცულობის ქართული პროდუქციის ექსპორტი განახორციელა:
„აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“
შენიშვნა: კომპნიაბი არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.