„ბინის ძარცვა, გამოძალვა, მითვისება“ - საკუთრების წინააღმდეგ 13 044 დანაშაული გამოვლინდა

საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 11.85%-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ამ ტიპის 13 044 დანაშაული გამოვლინდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 14 797.

წელს 9 თვეში საკუთრების კუთხით ყველაზე ხშირად გამოვლენილი დანაშაული თაღლითობა იყო. უფრო კონკრეტულად, ამ ტიპის დანაშაულებმა საანგარიშო პერიოდში 963 შეადგინა.

გარდა ამისა, იანვარ-სექტემბერში საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულები ასე გამოყურება:

  • ნივთის დაზიანება ან განადგურება 787 შემთხვევა;
  • ქურდობა ბინაში შეღწევით - 541 შემთხვევა;
  • მითვისება, გაფლანგვა - 302 შემთხვევა;
  • გამოძალვა - 101 შემთხვევა;
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით - 127 შემთხვევა;
  • წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება - 85 შემთხვევა;
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით - 73 შემთხვევა;
  • ყაჩაღობა ბინაში შეღწევით - 9 შემთხვევა;
  • ძარცვა ბინაში შეღწევით - 2 შემთხვევა.

ცნობისთვის, დარჩენილი გამოვლენილი შემთხვევები სხვა დანაშაულებზე მოდიოდა.

მერი ტაბატაძე