29 ნოემბერს, „The Biltmore Hotel Tbilisi”-ში  "შესყიდვების კონფერენცია 2024" ჩატარდება

კომპანია "მარტივი შესყიდვების" ორგანიზებით, 29 ნოემბერს რიგით მეორე "შესყიდვების კონფერენცია 2024" ჩატარდება, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ სიახლეებზე, ინოვაციებზე და გამოწვევებზე.

კომპანია “მარტივი შესყიდვების” მიზანია შესყიდვების სფეროს გაძლიერება და სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, საქმიანი კავშირების ხელშეწყობა, მონაწილეებისთვის საუკეთესო გამოცდილების და სიახლეების გაზიარება.

ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი სტუმარი, რომლებიც არიან შემსყიდველები, ლოგისტიკის და საწყობის მართვის სპეციალისტები, შესყიდვებით დაინტერესებული პირები, კომპანიების წარმომადგენლები მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლიდან.

ღონისძიებას უმასპინძლებს სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi.

ღონისძიება საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება და დაინტერესებულია სიახლეებით და საუკეთესო, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარებით. ასევე მათთვის, ვისაც სურს დაამყაროს ბიზნეს კავშირები კონფერენციის პარტნიორ კომპანიებთან და, რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც სურს სხვადასხვა სფეროს კოლეგების გაცნობა და ახალი კავშირების დამყარება.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • მოუსმინონ ინდივიდუალურ პრეზენტაციებს და დასვან კითხვები
  • მოისმინონ დარგის ექსპერტების მოსაზრებები და ჩაერთონ პანელური დისკუსიაში.
  • გაეცნონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი პარტნიორი კომპანიების შესაძლებლობებსა და სერვისებს
  • დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში

ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან: BDO Digital და Gianti Logistics.ღონისძიების პარტნიორები: Tenders.ge, Signify, GLG, Veli.store, ლურჯი ოკეანე, Imposti, ბია, IMEP, Sakura Properties, Lead, Aramex, Hotsale.

მედია პარტნიორები: Marketer, BPN (Business Press News), ტელევიზია Palitra News.

ღონისძიებაზე დასწრება: https://bit.ly/4fiZlUA

ღონისძიების დეტალები: https://bit.ly/3NFh38J

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 80 35 30 https://www.easyprocurement.ge/

(R)