საქართველოს რითეილ ბაზარზე კიდევ ერთი გარიგება შედგა - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, მან თანხმობა გასცა შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შესყიდვაზე. ცნობისთვის, „რითეილ ინვესთმენთი“ სუპერმარკეტების ქსელის „მაგნიტის“ იგივე შპს „რითეილ ჯგუფის“ 9.96%-იანი წილის მფლობელია. შესაბამისად, გამოდის, რომ „დეილი“ „მაგნიტის“ 10%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, იმასაც, რომ ასევე მიმდინარე წლის აგვისტოში კონკურენციის სააგენტოს თანხმობის შემდეგ, „დეილი“ შპს „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის მფლობელიც გახდა. ცნობისთვის, "ფუდმარტი" თავის ქოლგის ქვეშ აერთიანებს კიდევ ორ ქსელურ მარკეტს, ესენია: „სპარი“ და „იოლი“.
ამასთან, იგივე აგვისტოში, „დეილის“ 30%-იანი წილი შეიძინა „ფუდმარტის“ დამფუძნებელმა არჩილ გეგენავამ და კომპანია „ჰოლდინგ.ჯი-მ“ შეიძინეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ „დეილი“ არის ასევე სუპერმარკეტების ქსელის „გვირილას“ 60%-იანი წილის მფლობელიც. შესაბამისად, გამოდის, რომ 5 სუპერმარკეტი (დეილი, სპარი, იოლი, გვირილა, მაგნიტი) ფაქტობრივად, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. ეს კი საქართველოს რითეილ სექტორში ახლებურ სურათს ქმნის და ბაზრის წილების საინტერესო გადათამაშების მომსწრენი ვართ.
ახლა კი ცნობებები ბაზრის ყველა ამ ცალკეული მოთამაშის შესახებ:
„ფუდმარტი“: შპს “ფუდმარტმა“ საქმიანობა დაიწყო 2014 წელს. ფლობს 3 ბრენდის (ფუდმარტი, იოლი, სპარი) მართვის უფლებას. მათ შორის საერთაშორისო ბრენდის „სპარის“ ფრანჩაიზს. „ფუდმარტის“ 100%-იანი წილი როგორც უკვე ვთქვით „დეილის“ საკუთრებაშია.
„მაგნიტი“: შპს „რითეილ ჯგუფი“ დაარსდა 2017 წლის 7 ნოემბერს და მის ძირითადი ბიზნეს საქმიანობაა ბრენდი „მაგნიტის“ საცალო მაღაზიების ოპერირება. 2023 წლის ბოლოს კომპანიის მშობელი საწარმო ცეზარ ჩოჩელისა და იზოლდა ჩარიგოგდიშვილის საკუთრებაში მყოფი შპს „მიქსორი“ იყო. რაც შეეხება, „რითეილ ჯგუფის“ მეწილეებს -26.67%-ს ფლობს შპს დოლნეი ქენსალთენთს; 20.04%-ს - შპს „ჯიბისი ინვესტი“; 13.33%-ს - შპს „გუდ ფროდაქტს“; 30%-ს შპს „ქისთოუნ რითეილი“; 9.96%-ს კი - შპს „რითეილ ინვესთმენთს“.
„დეილი“: კომპანია დაფუძნდა და დარეგისტრირდა გადასახადის გადამხდელად 2013 წლის 18 მარტს. ფლობს ფუდმარტის 100%-იან; „გვირილა რითეილის“ 60% -იან და შპს „წისქვილი ბაზარის“ 25%-იან წილს. რაც შეეხება „დეილის“ მეწილეებს - 25.9%-ს ფლობს ზურაბ ზაქარიაძე; 11.05%-ს - დავით კუხალაშვილი; 30%-ს - შპს „ჰოლდინგ.ჯე; 25%-ს - შპს „დიენეი კაპიტალი ინვესტი“; 7%-ს - რუსუდან მაისურაძე და 1.05%-ს - მარინა პეტრიაშვილი.
„გვირილა“: შპს „გვირილა რითეილი“ დარეგისტრირდა საქართველოში, 2022 წლის 30 მაისს. კომპანიის 40%-იან წილს ფლობს შპს „გვირილა“, რომლის 100%იანი წილი ცეზარ ჩოჩელის ძმას ლაშა ჩოჩელს ეკუთვნის; 60%-იანი წილი კი შპს „დეილის“ საკუთრებაშია.
რაც შეეხება ბაზრის მოთამაშეთა წილებს; „თიბისი კაპიტალის“ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, საცალო ვაჭრობის სექტორის 51.3% სამ მსხვილ სუპერმარკეტს უკავია. კერძოდ,, ბაზრის უდიდესი ნაწილი „ნიკორას“, „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს“ უჭირავს. კვლევის თანახმად, საცალო ვაჭრობის სექტორში „ნიკორას“ წილი 18.9%-ს შეადგენს, „2 ნაბიჯის“ - 18.8%-ს, ხოლო „კარფურის“ - 13.6%-ია.
კვლევის მიხედვით, ამ 3 კომპანიის გარდა, ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ათეულს შემდეგი შვიდი სუპერმარკეტი ავსებს: