ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – 0,01 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა - 0.01 – 1,42 ევროთი/ლიტრაზე.
ამავე ცნობით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
31 ოქტომბრის მდგომარეობით:
ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,11 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.29 ევროს, დიზელის საწვავი - 1,83 ევროს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,77 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.92 ევროს, დიზელის საწვავი - 1,64 ევროს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,80 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,90 ევროს, დიზელის საწვავი - 1.74 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,515 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,55 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,65 ევრო, დიზელის საწვავი - 0,64 ევროს.