10 ქვეყანა, სადაც მოგზაურები დაგეგმილზე მეტს ხარჯავენ

ტურისტების უმეტესობის მოგზაურობის ბიუჯეტი, როგორც წესი, შემოიფარგლება გარკვეული თანხით, რომელიც მათ შეუძლიათ შვებულებაში დახარჯვა. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში თქვენი ბიუჯეტის გადაჭარბების რისკი გაცილებით მაღალია.

ტურისტული კომპანიის Good Travel Management-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად ბრიტანელი ტურისტები ფინეთში სტუმრობისას უფრო მეტ ფულს ხარჯავენ დასასვენებლად, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ - საშუალოდ დღეში 45 გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით €54) მეტს. კერძოდ, საუბარია კვების, სასმლისა და ტრანსპორტის ხარჯებზე.

აღნიშნულია, რომ ეს ქვეყანა ცნობილია თავისი ულამაზესი პეიზაჟებითა და ცხოვრების მაღალი ხარისხით, მაგრამ ასევე აქვს რეპუტაცია, რომ აქვს ცხოვრების მაღალი ღირებულება. მაგალითად, ევროკომისიის მონაცემებით, ფინეთში ალკოჰოლის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 102%-ით მაღალია.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა მექსიკამ, სადაც ტურისტები დაგეგმილზე საშუალოდ 39 გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით 47 ევრო) მეტს ხარჯავენ, ხოლო მესამე ადგილი ეგვიპტეს ერგო საშუალო დღიური გადასახადით 36 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 43 ევრო).

10 ქვეყანა, სადაც მოგზაურები დაგეგმილზე მეტს ხარჯავენ:

  • ფინეთი
  • მექსიკა
  • ეგვიპტე
  • ნორვეგია
  • იაპონია
  • ტუნისი
  • მაროკო
  • ავსტრია
  • ჩეხეთი
  • ტაილანდი
ნათია ზარიძე