ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას თუ გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რექცია ექნება, ვიდრე დემოკრატებს - ასე ეხმაურება "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.
"ან რა გვწყინს, ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება და არც შეიცვლებოდა, რადგან ობიექტის როლი მოვირგეთ და სუბიექტობას აღარც ვესწრაფით.
ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას თუ გავაგრძელებთ, ტრაპს იმაზე მძიმე რექცია ექნება, ვიდრე ეს დემოკრატების პირობებში მოხდებოდა! არ გავაგრძელებთ და რაშიც უკვე შეტოპილი გვაქვს, იმაზე პასუხს სხვები მოგვთხოვენ!
ტრამპიც, ამერიკაც და მსოფლიოც თავს რამენაირად მიხედავენ, იმაზე ვიფიქროთ, “ჩვენ რა ვქნათ, ჩვეეეენ?!” - როგორც ამას ოდესღაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა," - წერს ფხალაძე.
ცნობისთვის, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა.