ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველგან აღდგენილია. მერიის ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიები დილიდან გავიდნენ სოფლებში და ზარალის შესწავლა დაიწყეს.