ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიო ბირჟებზე თითქმის ყველა ნედლეულზე ფასი ეცემა

მას შემდეგ, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, მსოფლიოში ნედლეულის ფასები მკვეთრად ეცემა. გაიაფებულია როგორც საწვავი წიაღისეული, ასევე ძვირფასი ლითონები და საკვები.

tradingeconomics.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის გაიაფებულია ყველა პროდუქტი. (ცნობისათვის, tradingeconomics-ი რეალურ დროში ასახავს მსოფლიო ბირჟებზე ნედლეულის ფასების ცვლილებას).

ამ დროისთვის (თბილისის დროით 16:15 საათისთვის) ფასები სხვადასხვა ნედლეულზე შემცირებულია 0.7%-დან 4%-მდე. კერძოდ:

  • თხევადი საწვავი - 1.38%
  • ბრენტის ტიპის საწვავი -1.26%
  • ბენზინი - 1.52%
  • ოქრო - 1.44%
  • ვერცხლი - 2.36%
  • სპილენძი - 3.55%
  • ფოლადი - 0.66%
  • სოიო - 2.01%
  • ხორბალი - 1.46%
  • ქვანახშირი - 0.69%
  • ყავა - 1.55%
  • ჩაი - 3.33%

გარდა ზემოთჩამოთვლილი ძირითადი პროდუქტებისა, ბირჟებზე იაფდება ბევრი სხვა ნედლეულიც, მათ შორის, შაქარი, კარტოფილი, ბამბა და ა.შ.

ეკა დარჩიაშვილი