ევროპაში მწვანე ენერგეტიკული კომპანიების აქციები დაეცა, როდესაც ტრამპმა გამარჯვება გამოაცხადა

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, ევროპულ ბაზრებზე მწვანე ენერგეტიკული კომპანიების წილების კლებაა.

მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში არჩევნების შედეგები კვლავ გავლენას ახდენს გლობალურ აქტივებზე. ევროპის განახლებადი ენერგიის ფასების ინდექსი 6,5%-ით შემცირდა 13:00 საათისთვის (GMT).

მსოფლიოში ქარის ენერგიის უდიდესი ოფშორული კომპანიის Orsted-ის აქციების კლებამ იმავე საათებში 10%-ს მიაღწია. დანიაში დაფუძნებული ქარის ტურბინების კომპანია Vestas-ის აქციების კლებამ 8,2%-ს გადააჭარბა. გერმანიის განახლებადი ენერგიის კომპანია RWE-ს აქციები 3,5%-ით დაეცა, ქარის ტურბინების მწარმოებელი Nordex-ის აქციები კი 6,5%-ით.

განახლებადი ენერგიის კომპანიის EDP-ის აქციები, რომლის სათავო ოფისი პორტუგალიაშია, დაახლოებით 5%-ით გაიაფდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამარჯვება გამოაცხადა.

ნათია ზარიძე