რამდენ ლარად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს თბილისის სხვადასხვა უბნებში

ეროვნული ბანკის მიერ 7 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9389 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7330-2.7350 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7250–2.7280 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9500-2.9550 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9300-2.9400 ლარად არის შესაძლებელი.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7350 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.7300 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 2.9550 ლარად; ხოლო გაყიდვა - 2.9400 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7350-2.7400 ლარად, გაყიდვა კი - 2.72800 – 2.7300 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 2.9550-2.9600 ლარად, გაყიდვა კი - 2.9350 ლარად არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ეკა დარჩიაშვილი