ამერიკას 13 მლნ არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია 968 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება - „როიტერსი“

ამერიკას 13 მილიონი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია 968 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება. ამის შესახებ ამერიკის მიგრაციის საბჭოს მონაცემებზე დაყრდონობით „როიტერსი“ იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის თანამოაზრე, ჯეიდი ვერნსი აღნიშნავს, რომ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი არალეგალის დეპორტაცია იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, აშშ-ის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის, წინა ვადის მსგავსად, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.

„როიტერსის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი განახორციელებს მთელი რიგი სააგენტოების მობილიზებას იმისთვის, რომ არალეგალი ემიგრანტების დეპორტაცია განახორციელოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეპორტაციისთვის საჭირო იქნება დამატებითი ადამიანური რესურსების მოძიება, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა წინ საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მაშინ მხოლოდ 47 მილის აშენება მოხერხდა. დარჩენილი 652 კმ. მექსიკის ფინანსური თანამონაწილეობით უნდა შესრულებულიყო, მაგრამ პროცესი აღარ გაგრძელებულა.

მერი ტაბატაძე