მედიაკომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციები 50%-ით მაშინვე გაიზარდა, რაც აშკარა გახდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი იმარჯვებდა.
ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
Trump Media-ის აქტივი, კერძოდ, სოციალური ქსელი, Truth Social ტრეიდერების მიერ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საპრეზიდენტო კომუნიკაციის მთავარ პლატფორმად განიხილება.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს Trump Media-ს აქციების ფასი მკვეთრად მერყეობდა, რადგან არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულზე პროგნოზები იცვლებოდა.
მაგალითად, 23 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე Trump Media-ს აქციების ფასი ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო არჩევნების ბოლო კვირას მედიაკომპანიის აქციები ჩამოიშალა და ერთ სესიაზე ღირებულების 22,3% დაკარგა. ეს აქციის ფასის ყველაზე ცუდი ერთდღიანი ვარდნა იყო მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში Trump Media ბირჟაზე გავიდა.
საშუალოდ, ბოლო 30 დღის განმავლობაში, კომპანიის აქციები 105%-ზე მეტად გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ