წელს, იანვარ-სექტემბერში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 598 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად სექტემბერში - 69.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საჩივრებიდან 47 - სალომბარდე სესხებზე მოდის, 10 - სამომხმარებლო სესხებზე, 7 - ავტოსესხზე, 2 - მომენტალურ განვადებაზე, 1 - ბიზნეს სესხზე.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს სექტემბერში შესული საჩივრებიდან 34 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 25 - ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 4 - სხვა გადასახდელებზე, 2 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 1- ტრანზაციებზე, 1- მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში დაფიქსირებული 69 საჩივრიდან - 20 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 22 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 27-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.