როგორ გამოიყურება სამთო ქოხები, რომელიც ყაზბეგში, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში ეწყობა (+ფოტო)

ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის ტერიტორიებზე საფეხმავლო ბილიკებისა და სამთო ქოდების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

„ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის უკვე მოწყობილია 6 მთის ქოხი. ქოხები უკვე განთავსდა შემდეგ ადგილებზე: აბუდელაური, არხოტის თავი, ქვედა ტანიე, ზედა ტანიე, დათვიჯვარი და ქვახიდი. დარჩენილია მხოლოდ ერთი, ხიდოტანის ქოხის განთავსება.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე განხორციელდა 204 კმ საფეხმავლო ბილიკის გაჭრა და რეაბილიტაცია. საფეხმავლო ბილიკის ქსელი ერთმანეთთან დააკავშირებს ყაზბეგის და არაგვის დაცულ ლანდშაფტს, ასევე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს.

ფონდში განგვიცხადეს, რომ გარდა ზემოთ აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში 20 საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი უკვე მოეწყო, ხოლო დარჩენილია დამატებით 15 სახიდეს მოწყობა.

სამუშაოების დასრულება და ობიექტების ბენეფიციარზე გადაცემა იგეგმება 2025 წლის ივლისში. პროექტის ჯამური ღირებულება 27 103 742 ლარს შეადგენს, რისი უდიდესი, 80% მსოფლიო ბანკმა გამოყო, დანარჩენი კი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა.

ცნობისთვის, პროექტის ახორციელებს შპს „ზიმო“, რომელსაც მთის ქოხების მოწყობის ნაწილში ქვეკონტრაქტორად ჰყავს შვეიცარიული კომპანია, ხოლო ბილიკების მოწყობის ნაწილში შპს „თრეილ ქონსთრაქშენი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორ გამოიყურება სამთო ქოხები:

აბუდელაურის ქოხი

111-1730983169.jpg

არხოტის ქოხი

222-1730983201.jpg

ქოხი ქვედა ტანიეზე

333-1730983227.jpg

ზედა ტანიეს ქოხი

444-1730983300.jpg

დათვისჯვრის სამთო ქოხი

555-1730983336.jpg

ქოხი ხიდოტანზე

666-1730983370.jpg

ქოხი ქვახიდზე

777-1730983401.jpg

მერი ტაბატაძე