გერმანიაში სახლის ჩამრთველებს დაკავშირებული მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური შექმნეს

გერმანულმა კომპანიებმა, Indielux-მა და EPP Solar-მა საცხოვრებელი სახლებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოელექტრული დაკავშირებული სისტემა გამოუშვა, რომლის სიმძლავრეც 6 კვტ-მდეა.

ინფორმაციას PV Magazine ავრცელებს.

კომპანია აცხადებს, რომ სისტემა დეკემბერში გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და ესპანეთში ამოქმედდება.

Indielux-ის ცნობით „Ready2plugin-ის ტექნოლოგია ისეთი სიმძლავრის ერთადერთი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას იძლევა, არსებული ელექტროდანადგარები ელექტრიკოსის ჩარევის გარეშე, შესაბამისი უსაფრთხოების შტეფსელით მარტივად გამოიყენონ.”

სისტემა Indielux-მა და EPP Solar-მა ერთობლივად შეიმუშავეს. ის ელექტროენერგიას მზის მოდულების საშუალებით აწარმოებს, რომელთა გამომავალი სიმძლავრე 3-დან 6 კვტ-მდეა. ენერგიის შენახვა 5.1 კვტ/სთ-დან 25.6 კვტ/სთ-მდე ტევადობის აკუმულატორულ ბატარეებში არის შესაძლებელი.

მწარმოებლების მტკიცებით, ენერგომოხმარების მართვის სისტემა საზოგადოებრივ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდებას 800 ვატის სიმძლავრით ზღუდავს.

ამასთან, სისტემა საკუთარი მოხმარებისთვის 2000 ვატამდე სიმძლავრის როზეტითა და 3000 ვატამდე სიმძლავრის საავარიო როზეტით არის აღჭურვილი. მოწყობილობა -10-დან +50 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე მუშაობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ