რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის (RSPP) პრეზიდენტმა შოჰინ ალექსანდრ ნიკოლაევიჩმა, ჩელიაბინსკში, ჟურნალისტებთან ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ანტირუსული სანქციების მომავალზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტრამპი ემოციური და არაპროგნოზირებადი ადამიანია.
„ბევრი მისგან მოელის, რომ ის შეასრულებს დაპირებას, რომ არ დაიწყებს ან მხარს არ დაუჭერს ახალ კონფლიქტებს და დაასრულებს ძველ ომებს“.
როგორც მან აღნიშნა „რუსულ ბიზნეს სამყაროს, მათ შორის დიდ კომპანიებს, აქვთ გამოცდილება, რომ მათ მიმართ სანქციები ადვილად წესდება, მაგრამ ძალიან ნელა უქმდება და ამ ფორმით ზეწოლის გაგრძელების მიზნით, სხვადასხვა ზომები მიიღება“.
„უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების შემთხვევაშიც კი, დასავლეთის ქვეყნები სანქციების შენარჩუნებას გამართლებას მოუძებნიან. რუსულ კომპანიებს აქვთ ურთიერთობა აზია-წყნარი ოკეანის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, სადაც ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში და ორიენტირებული არიან ამ მიმართულებებით განვითარებაზე“,- აღნიშნა მან.
შოჰინმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა განსახილველ რეგიონებთან კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება, თუ სანქციები მოიხსნება და დივერსიფიკაცია „ბევრად მომგებიანია“.