ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები წლიური თვალსაზრისით 3,9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Halifax-ის შეტყობინებაშია ნათქვამი.
ამავე ცნობით, ზრდა უკვე მეთერთმეტე თვეა ზედიზედ ფიქსირდება.
სექტემბერში, შესწორებული მონაცემებით, ზრდა 4,6%-ით იყო და არა 4,7%-ით, როგორც ადრე იყო გამოცხადებული .
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საცხოვრებლის ფასები 0.2%-ით გაიზარდა, რაც Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს ემთხვეოდა.
შედეგად ქვეყანაში ქონების საშუალო ღირებულებამ 293 999 ათას გირვანქა სტერლინგს (379,4 ათასი დოლარი) მიაღწია, რაც რეკორდულია. წინა ყველა დროის მაქსიმუმი, 2022 წლის ივნისში დაფიქსირდა - 293 507 გირვანქა სტერლინგი.