საქართველოდან უცხოეთში ვიზიტების 70,3% ოთხ ქვეყანაზე მოდის - ესენია რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი

2024 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 758.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 603 ათასი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 402.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2024 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 237.4 ათასი და 119 ათასი ვიზიტი.

აღსანიშნავია, ისიც რომ „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტის მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 70,3% 4 ქვეყანაზე მოდის. ესენია: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ვიზიტების 15,1% ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხორციელდებოდა, ხოლო 14,6% - სხვა ქვეყნებში.

462565745-965786572052153-4559275187654158356-n-1731050495.jpg

თაია არდოტელი