შხამიანი ნუში და იასამნისფერი სტაფილო - როგორ ცვლის სელექცია პროდუქტებს

სელექციამ ბევრი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხილი და ბოსტნეული ისე შეცვალა, რომ ხშირად ვერ ვცნობთ და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება.

შეიძლება წარმოუდგენელიც იყოს, მაგრამ ბევრი ჩვენი საყვარელი და სასარგებლო პროდუქტი სწორედ სელექციის შედეგია.

გთავაზობთ ყველაზე ცნობილ ტრანსფორმაციებს:

ლიმონი

სამყაროში ციტრუსი 4 ათას წელზე მეტია, რაც მოჰყავთ. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლიმონი ციტრონისა და მწარე ფორთოხლის სელექციის შედეგია. ციტრონი ორიგინალი ციტრუსია, ის არ გამოუყვანიათ ხელოვნურად, თუმცა საკვებად არასოდეს გამოიყენებოდა.

limoni-1731071642.png

საზამთრო

საზამთროს ჩვეულებრივი ვიზუალი, რომელსაც კარგად ვიცნობთ, სელექციის შედეგია. ადრე მასში მეტი თეთრი და ყვითელი ნაწილი იყო, ხოლო წითელი რბილობი იყო მწარე, მაგრამ ხალხი მას საჭმელად მაინც იყენებდა და საკვებში თესლს ურევდნენ. საზამთროს „ორიგინალის“ ნახვა მე-17 საუკუნის მხატვრის, ჯოვანი სტანკის ნატიურმორტში არის შესაძლებელი.

sazamtro-1731071669.png

სტაფილო

პირველად სტაფილო მე-10 საუკუნეში სპარსეთში მოიყვანეს, მაგრამ ის არ იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი სტაფილოსფერი, არამედ თეთრი ან იასამნისფერი იყო. დროთა განმავლობაში ბოსტნეულმა დაკარგა ფესვში ანთოციანინის დაგროვების უნარი, რის გამოც მას ფერი შეეცვალა.

stafilo-1731071689.png

ნუში

პირველი ველური ნუში იყო მწარე და ძალიან შხამიანი, რადგან ის სასიკვდილო რაოდენობის ციანიდს შეიცავდა. დროთა განმავლობაში, ის „მოათვინიერეს და მოაშინაურეს“ და ნუშიც „დატკბა“. ველურ ბუნებაში ნუშის ხეები შეიცავს შაქრიან ნაერთებს, რომლებიც ღეჭვის დროს ციანიდად იქცევა. ასე რომ, ადამიანებმა, დიდი მსხვერპლის ფასად შეარჩიეს ყველაზე ტკბილი და უსაფრთხო ჯიშები, სანამ მისი ჭამა ნაკლებად უსაფრთხო გახდებოდა.

კარტოფილი

იასამნისფერი კარტოფილი უჩვეულოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ის დიდი ხანია არსებობს, თუმცა ეს ჯიში საკმაოდ კაპრიზულია: ის არ არის ძალიან მდგრადი დაავადებების მიმართ და საკმაოდ იზიდავს მავნე მწერებს.

თუმცა, 2023 წელს, ურალის აგრარული კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა შეიმუშავეს კიდევ ერთი მეწამული ჯიში და მას "საფირონი" უწოდეს. ის შეიძლება დიდხანს ინახებოდეს, კარგად არის მორგებული სამზარეულოზე და აქვს მაღალი მოსავლიანობა: ერთი ბუჩქიდან შესაძლებელია 10-14 ნაყოფი მოიკრიფოს.

kartofili-1731071710.png

ქლიავი

Plumcotte, pluot, apricot და aprium - ყველა ეს სახელწოდება ეკუთვნის ერთსა და იმავე ხილს, რომელიც აერთიანებს ქლიავის და გარგარის ზოგიერთი ჯიშის თავისებურებებს. თითქმის ყველა მათგანი მეოცე საუკუნეში იქნა გამოყვანილი.

ეკა დარჩიაშვილი