მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სემეკმა,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განახორციელა. თუ რას გულისხმობს და ვის შეეხება ცვლილება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.
„ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული (ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა), საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც გამოყენებულ იქნება საყოფაცხოვრებო მიზნით. შედეგად, ცენტრალური გათბობის მფლობელ მოხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება ამ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის შესაბამისად.
მაგალითად: თუ საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო ცენტრალურ გათბობის სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება განხორციელდა საყოფაცხოვრებო მიზნით, ლიცენზიატი განახორციელებს საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული წილის გამოყვანას და აღრიცხულ 1000 მ3-დან 800 მ3-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 მ3-ზე - არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა:
დადგენილების მიხედვით, მოთხოვნა არ ვრცელდება:
ასევე შესაძლებელი გახდება ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირება და კონტროლი.
ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა „ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრაციის განაცხადით“ უნდა მიმართოს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს,“ - ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.