„არავინ ითხოვს, რომ გიდი იყოს კვალიფიციური - გვაქვს მაღალკვალიფიციური კადრების პრობლემა“

„გიდების დეფიციტი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მაღალკვალიფიციური კადრების პრობლემა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში, გარდა მცირე სეგმენტისა, არავინ ითხოვს, რომ გიდი იყოს კვალიფიციური.

„ენების მცოდნე ბევრი სპეციალისტი არ გვყავს. ამასთან, ამ სფეროში სულ უფრო მეტი უცხოელი მუშაობს, ბარიერები კი ამ კუთხით არ არსებობს. ეს იწვევს იმას, რომ საბოლოო ჯამში, ხარისხის ზრდას არ უნდა ველოდოთ. საქართველოში, გარდა მცირე სეგმენტისა, არავინ არ ითხოვს, რომ გიდი იყოს კვალიფიციური,“ - აღნიშნა გიორგიძემ.