ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის (CPCA) ანგარიშის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილების საცალო გაყიდვები ჩინეთში 11,3%-ით გაიზარდა ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,26 მილიონი შეადგინა.
ამავდროულად, ახალი ელექტრო მანქანების (NEVs) გაყიდვები გაიზარდა 56,7%-ით და მიაღწია 1,196 მლნ-ს. იანვარ-ოქტომბერში NEV-ის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 39,8%-ით გაიზარდა და 8,327 მლნ ერთეული შეადგინა.
ოქტომბერში ჩინეთიდან NEV-ის ავტომობილების ექსპორტმა 120 000, ხოლო ათი თვის განმავლობაში - 1,088 მლნ შეადგინა.
ამერიკულმა Tesla-მ ჩინეთში ოქტომბერში 68 280 ელექტრომობილი გაყიდა , რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5%-ით და სექტემბრის მოცულობაზე 22,7%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, CPCA-ს მიხედვით, კომპანიამ ექსპორტზე გაიტანა 27,795 მანქანა (კლება 36.1%-ით წლიურად).
მიმდინარე წლის ათი თვის განმავლობაში Tesla-მ ქვეყანაში 501 000 ელექტრომობილი გაყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით მეტია.