მოქალაქეებს უფასოდ ურეგისტრირდებათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწები - რეესტრი

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირდებათ როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთები.

რეესტრის ცნობით, პროექტის დაწყებიდან, 2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

„პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.

წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მისი დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება”, - ვკითხულობთ საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რეგისტრაცია მიმდინარეობს 59 მუნიციპალიტეტში და ხორციელდება საქართველოს ყველა კონტროლირებად ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთისა.

მერი ტაბატაძე